ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.3157 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0083 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ლარი გაუფასურდა ევროსთან, ხვალ ერთი ევროს ფასი 2.6251 ლარი იქნება.