ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.2916 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0090 პუნქტით გამყარებული მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გამყარდა ევროსთანაც. ერთი ევროს ფასი 2.6019 ლარი გახდა.