Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლაგარდი: თუ ბრიტანელები ევროკავშირისგან გამოყოფას დაუჭერენ მხარს სიტუაცია საშიში გახდება

5710fb841e352
BM.GE
15.04.16 18:29
994
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლო საფრთხეებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა მორიგი განცხადება გააკეთა.
 
კრისტინ ლაგარდმა საგაზაფხულო შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლო გადაწყვეტილება არის გაფრთხილება, მაგრამ არა საგანგაშო სიგნალი. მისივე თქმით, სიტუაცია საშიში მაშინ გახდება თუ ბრიტანელები 23 ივნისს მხარს ევროკავშირისგან გამოყოფას დაუჭერენ. ლაგარდი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გლობალურად გააუარესებს ეკონომიკური ზრდის ფაქტორს. ლაგარდი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებები ჯერ ისევ შესაძებელია.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი კი აღნიშნავს, რომ თუკი ევროკავშრი და დიდი ბრიტანეთი გაიყრებიან ეს არასასურველი ფინანსური შედეგის მომტანი იქნება.

ბრიტანული უმსხვილესი საცალო საბანკო ჯგუფი Lloyds-ი კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ არასტაბილურობას პროგნოზირებს. Lloyds-ში გრძელვადიან პროგნოზებს ჯერ ვერ აკეთებენ, რადგან უცნობია ის გეგმა, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში აირჩევს. ბანკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირ-ბრიტანეთის ურთიერთობა არა მხოლოდ ეკონომიკის ნაწილშია მნიშვნელოვანი, არამედ ის გავლენას ბევრ მიმართულებაზე იქონიებს.

ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს არის ჩანიშნული.