"დარწმუნებული, ვარ ორივე ჯგუფის წარმომადგენელს უყვარს უნივერსიტეტი და არ დაუშვებენ რაიმე პროვოკაციას", - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, ლადო პაპავამ უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. პაპავა სტუდენტთა ჯგუფს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მე შევხვდი ერთ ჯგუფსაც და დაველაპარაკე მეორე ჯგუფს. ყველას ვთხოვ რომ იყვენენ თავშეკავებული. მე დარწმუნებული, ვარ ორივე ჯგუფის წარმომადგენელს უყვარს უნივერსიტეტი და არ დაუშვებენ რაიმე პროვოკაციას. ჩვენი მხრიდან, უნივერსიტეტის დაცვა მობილიზებულია მაქსიმალურად. როდესაც უნივერსიტეტში არის თავისუფალი აზრის გამოხატვა, ეს სავსებით ნორმალური პროცესია, მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ისეთ ესკალაციას, რომელიც უნივერსიტეტს დააზარეალებს. უნივერსიტეტი არ უნდა ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოდან. თუ გიორგი გაფრინდასვილი არ მოხსნის თავის კანდიდატურას, უნივერსიტეტის გზა არის სენატის სხდომის ჩატარება", - განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში დღეს სტუდენტების ორი ჯგუფის აქცია მიმდინარეობს.