Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა თანხას ნაღდი ფულის სახით ინახავს

571b70b23ae22
BM.GE
23.04.16 16:53
1191
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა თანხას ნაღდი ფულის სახით ინახავს.

ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში გამოკითხულ რესპოდენტთა 35%-მა შეძლო თანხის დაზოგვა და მათმა უმეტესობამ, დაახლოებით 44%-მა, თანხა შეინახა ნაღდი ფულის სახით, 30%-მა თანხა შეინახა ანაბარზე და 16%-მა შეიძინა უძრავი ქონება ან სხვა ღირებული ნივთი (მხოლოდ 8% მოხვდა „სხვა“ კატეგორიაში, სადაც ერთ რესპოდენტს თანხა აქვს ჩადებული ბიზნესში, ერთმა რესპოდენტმა უარი განაცხადა პასუხზე და დანარჩენმა 28 რესპოდენტმა არ იცის ან უჭირს პასუხის გაცემა თუ რა ფორმით დაზოგა ოჯახმა ფული ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში).

თიბისი ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS-მა უზრუნველყო.კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ ADB-ს და OECD-ის მსოფლიო პრაქტიკებზე დაყრდნობით მომზადდა.