Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვლევის მიხედვით, კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტზე ფასები საშუალოდ 12%–ით შემცირდა

572c54e137a87
BM.GE
06.05.16 11:59
1503
ჯანდაცვის პლატფორმა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბისზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ფანასკერტელის ინდექსის კვლევას განაგრძობს და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებზე მარტისა და აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
 
როგორც ორგანიზაციების მიერ ჩატარებული დაკვირვებით დადგინდა, კარდიოლოგიური ჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტზე აპრილის თვეში მარტთან შედარებით ფასები საშუალოდ 12.11%–ით არის შემცირებული. მაშინ, როდესაც მარტის თვეში იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 5,6% იყო. კვლევის პერიოდში 14 მედიკამენტზე ფასი საშუალოდ 18.5%–ით შემცირდა, ხოლო 5 მედიკამენტზე ფასი უცვლელი დარჩა.

კვლევის შედეგები შემდეგია: 

1. Trimetazidine/პრედუქტალიMR (35მგმოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი)
მარტი- 28.80ლ; აპრილი- 27.80 ლ
2. Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორიMR (35მგ)
მარტი- 27ლ; აპრილი- 21.60 ლ
3. Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი (500მგ)
მარტი- 31,58 ლ;აპრილი- 25,70 ლ
4. Enalapril / ბერლიპრილი (5მგ)
მარტი- 4.11 ლარი; აპრილი- 3.29 ლ
5. Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5 მგ)
მარტი- 18.51 ლარი; აპრილი- 14.81 ლ
6. Perindopril arginine / პრესტარიუმი (5მგ)
მარტი- 21,09 ლ; აპრილი - 16,87 ლ
7. Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით(5მგ + 5მგ)
მარტი- 32,87 ლ; აპრილი- 26,30 ლ
8. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625მგ)
მარტი- 22 ლ; აპრილი- 17,60 ლ
9. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი (5 მგ +1.25 მგ)
მარტი-32,20 ლ; აპრილი- 25.76 ლ
10. Rosuvastatin / კრესტორი(10მგ)
მარტი-52,91ლ; აპრილი- 42,33ლ
11. Valsartan / ვალტანი (80მგ)
მარტი-12,22 ლ; აპრილი- 9,76ლ
12. Valsartan / დიოვანი (160 მგ)
მარტი- 26,25ლ ; აპრილი- 21 ლ
13. Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10 მგ+160 მგ)
მარტი- 31,80 ლ; აპრილი- 25,44 ლ
14. Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი(80 მგ+12.5 მგ)
მარტი-12ლ;აპრილი- 9,60 ლ
ფასი არ შეცვლილა შემდეგ პრეპარატებზე:
1. Clopidogrel / პლავიქსი (75მგ)
მარტი-აპრილი 31.9 ლარი
2. Amlodipine / ადიპინი (5მგ)
მარტი-აპრილი 5.92ლ
3. Amlodipine / ლიპრიმარი (10მგ)
მარტი-აპრილი 113.61 ლ
4. Bisoprolol / კონკორი(5მგ)
მარტი-აპრილი- 7.20 ლ
5. Trimethazidine / პრედუქტალიMR (35მგ)
მარტი-აპრილი- 27.80 ლ

ჩატარებული კვლევის შედეგად, კარდიოლოგიურიჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტის მარტის თვის ფასები, იანვრის თვის ფასებთან შედარებით, საშუალოდ, 12.11%-ით არის შემცირებული. ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკმენტების ღირებულების შესწავლასა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციას.