Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კულტურის სამინისტროს "უმაღლესი კლასის არტისტების" ჩამოყვანისთვის თანხა გამოეყოფა

56ea50946f9f3
BM.GE
17.03.16 10:36
1052
ტურიზმის წახალისების მიზნით, კულტურის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის თანხა გამოეყოფა. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანა იგეგმება.
 
"ეს თანხა არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსებისთვის, რომელიც გულისხმობს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში და მათი მონაწილეობით და ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობოთ კულტურული ღონისძიებების დაფინანსების გამოყოფას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას",- განაცხადა პრემიერმა.