Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყო

56fbebf537e89
BM.GE
30.03.16 19:03
1319
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სლავა ფეტელავამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სააგენტოში შესული განცხადების საფუძველზე, ფარმაცევტული ბაზრის შესაძლო კონცენტრაციის შესწავლაც მიმდინარეობს.
 
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი“-ს განცხადებაზე, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის დაწყების თაობაზე, უარი განაცხადა. მაშინ განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური ხელშეკრულებებით ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, მათ შორის, გადაყიდვის ფასების დადგენის გზით. კონკურენციის სააგენტომ კი განაცხადა, რომ საუბარი განმცხადებლის მხრიდან მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ხდებოდა და ის ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს.