Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონკურენციის სააგენტო თხილის ბაზარს შეისწავლის

56fbd6c0abeb0
BM.GE
30.03.16 17:37
1102
კონკურენციის სააგენტო თხილის ბაზარს შეისწავლის. როგორც "ბიზნესკონტაქტს" სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სლავა ფეტელავამ განუცხადა, სააგენტომ საჩივარი ზუგდიდის რაიონიდან მიიღო. კერძოდ, ფეტელავას თქმით სოფელ ოქტომბრიდან შესაბამისი წერილი ფიზიკურმა პირებმა მთავრობის კანცელარიაში მიიტანეს, რის შემდეგაც ის შესასწავლად კონკურენციის სააგენტოს გადაეცა.
 
"გარკვეული ჯგუფები საუბრობენ, რომ ბაზარი არის მონოპოლიზირებული. ამ ეტაპზე გუბერნატორისგან ველოდებით შესაბამის პასუხს, რათა დაგვაკავშიროს აღნიშნულ პირებთან", - განაცხადა ფეტელავამ.

ამასთან ერთად, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევაც დაიწყო. ამასთან, ფეტელავას განცხადებით, სააგენტოში შესული განცხადების საფუძველზე ფარმაცევტული ბაზრის შესაძლო კონცენტრაციის შესწავლაც მიმდინარეობს.