Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კობა გვენეტაძე: ლარში გაცემული სესხების სტიმულირება აუცილებელია

56c32bf58a13f
BM.GE
16.02.16 18:01
1352
"ვფიქრობ, რომ ლარში გაცემული სესხების სტიმულირება აუცილებელია", - განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. გვენეტაძე თვლის, რომ რეფინანსირების სესხებს მსესხებლები უფრო ყურადღებით უნდა მიუდგნენ.
 
"წარმოუდგენელია გამართული საბანკო სისტემის გარეშე, საბაზრო ეკონომიკაში ქვეყნის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ეს სისტემა არ მუშაობს.

ეროვნული ბანკის საბჭომ კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ამ კუთხით. არ უნდა მოხდეს ისე, რომ საკითხების განხილვა დაყოვნდეს. ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ ფინანსური სტაბილურობა დაიცვას.

საბანკო სისტემა დღეს საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს. ქვეყნის ეკონომიკა საბანკო სისტემაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

კომერციულმა ბანკებმა, სესხების გაცემისას, ალბათ მეტი დრო უნდა დაუთმონ, იმას რომ უკეთესად შეაფასონ კლიენტი, - არის თუ არა რისკები, მაგალითად თუ მოხდა ლარის გაუფასურება. ეროვნულმა ბანკმაც უნდა გაითვალისწინოს ეს და რამდენადაც ვიცი ის ამას აკთებს.

ვფიქრობ, რომ ლარში გაცემული სესხების სტიმულირება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე ალბათ ყოველთვის დოლარებზე კონცენტრირებული ვიქნებით. თუ შეგვიძლია ავირჩიოთ ორ ცუდ ვარიანტს შორის, უნდა ავირჩიოთ ასეთი წამახალისებელი სესხები. ხშირად ხდება თანამშრომლობა ბანკებსა და მსესხებლებს შორის და ბანკები აჩვენებენ კეთილ ნებას იმისთვის, რომ მოხდეს რესტრუქტურიზაცია. ეს ნამდვილად კარგი ფაქტია, რათა გადამხდელებს ტვირთი შეუმსუბუქდეთ. რეფინანსირების სესხები ლარში უნდა იყოს, მაგრამ უფრო ძირებული და ყურადღებიანი მიდგომა უნდა იყოს მსესხებლების მხრიდან“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.