Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Kiddle: ახალი საძიებო სისტემა სპეციალურად ბავშვებისთვის

56d43c6cf22c8
BM.GE
29.02.16 16:39
1325
Google-ი ბავშვებზე ფიქრს იწყებს. Kiddle - ეს მისი ახალი საძიებო სისტემაა სპეციალურად ბავშვებისთვის. სისტემა იმით არის უნიკალური, რომ ის ბავშვისთვის ინტერნეტის კონტენტს ფილტრავს.
 
ფილტრაცია რამდენიმე დონეზე ხდება: პირველი - ჩანს მხოლოდ ის ვებ-გვერდები სადაც ბავშვებისთვის შესაბამისი ინფორმაცია იდება, მეორე - ენა უფრო მარტივი და გასაგებია ბავშვისთვის და მესამე - საძიებო სისტემაში ნავიგაციისთვის ბავშვებს შეუძლიათ ინტერაქტიური ღილაკები გამოიყენონ.

თუკი ბავშვები მაინც შეეცდებიან არასაბავშვო შინაარსის მოძიებას, საძიებო სიტყვები ავტომატურად დაიბლოკება და სასაცილო რობოტი მათ გააფრთხილებს, რომ "ცუდ სიტყვებს" Kiddle-ი არ ეძებს.

Kiddle-ის შემქმნელ Google-ში ამბობენ, რომ "ცუდი კონტენტისგან" ბავშვების დაცვა შესაძლოა ქარის წისქვილებთან ბრძოლას გავდეს, მაგრამ ისეთი ტექნოგიგანტი, როგორიც Google-ია მაინც უნდა შეეცადოს.