Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კერძო მესაკუთრეებისთვის მიწის რეგისტრაციაზე წამახალისებელი ნორმების შემუშავება იგეგმება

5698a7198e409
BM.GE
15.01.16 11:57
1091
კერძო მესაკუთრეებისთვის მიწის რეგისტრაციაზე წამახალისებელი ნორმების შემუშავება იგეგმება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, წამახალისებელი ნორმების წარმოდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.
 
"კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის დარეგისტრირება არის ჩვენი პრიორიტეტი. იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილ ტექ-ბიუროს არქივებში ან სხვაგან, რომ ჩვენ დავეხმაროთ პროაქტიულად ყველა კერძო მესაკუთრეს შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება", - განაცხადა მინისტრმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას.