Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა კალაძე: ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს

56d9768fc926c
BM.GE
04.03.16 15:49
1178
"სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ კახა კალაძემ "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
"როდესაც იყო საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ საკითხზე, ჩვენ პარალელურად ირანთანაც დავიწყეთ საუბარი. გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", -განაცხადა კალაძემ.