Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კახა კალაძე: აზერბაიჯანთან ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებამდე მივედით

56d53672bdee7
BM.GE
01.03.16 10:25
1130
აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღებაზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია, - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საუბარია აზერბაიჯანიდან წელიწადში დამატებით 500 კუბური მეტრი გაზის მიღებაზე. როგორც მინისტრმა განაცხადა შეთანხმება შედგა "შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთანაც.
 
"2018 წელს იგეგმება პროექტის დასრულება, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობები მივიღოთ დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულებები, ასევე გვქონდა შეხვედრა გვქონდა სოკართან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებამდე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები. კონსორციუმთანაც მიღწეული შეთანხმება, გვქონდა შეხვედრა BP-სთანაც და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვერავინ, ვერცერთი პოლიტიკური ძალა და პარტია ვერ გამოიყენებს ენერგეტიკას და ენერგეტიკის დარგს თავისი დემაგოგიური განცხადებებისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ ენერგეტიკის დარგში არის წინ გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმების შესახებ გუშინ "სოკარის“ პრეზიდენტმაც განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში გაზის ექსპორტს 500-700 კუბური მეტრით გაზრდის.