Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კარგარეთელის მწვანე ქუჩად გადაქცევის სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დაიწყება

56f636a3357b6
BM.GE
26.03.16 11:11
1127
კარგარეთელის მწვანე ქუჩად გადაქცევის სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდში განუცხადეს, ამჟამად პროექტი "სამხარაულის“ ბიუროში გადის ექსპერტიზას და დასკვნის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი, მაქსიმუმ 2 კვირაში. სამუშაოები ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულიად გამოცვლას, ახალი გზის საფარის დაგებას, ბორდიურების მოწყობას, ფასადების რეაბილიტაციას, გამწვანების ახალ მეთოდებს - ახალი ხეებისა და მცენარეების დარგვას. ამ სამუშაოების შემდეგ უკვე ქუჩა აღიჭურვება ინოვაციური ელემენტებით, იგეგმება მზის ენერგიაზემომუშავე გარე განათების, ნაგვის ურნის, დამტენი მოწყობილობების, ჰაერისდაბინძურების მონიტორინგის აპარატის, ელ. მობილების დამტენი აპარატურის, ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარის დამონტაჟება.