Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კანადის ბანკმა, შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი ნულოვან ნიშნულამდე შეამციროს

569f68cd060d5
BM.GE
20.01.16 14:57
1161
Bloomberg-ის ინფორმაციით, Barclays-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კანადის ბანკმა შესაძლოა საპროცენტო განაკვეთი ნულოვან ნიშნულამდე შეამციროს და უარყოფით საპროცენტო განაკვეთზე გადავიდეს, რისი მიზანიც ნავთობის ფასის გავლენის კომპენსირებაა. Barclays-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანადის ბანკი მოჭრილ განაკვეთებს 0,25%-ით შეამცირებს . "ჩვენი პროგნოზით, ძირითადი რისკები მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადი ბაზრები ჩართულები იქნებიან შერბილების პოლიტიკაში, რაც გულისხმობს იმას რომ უარყოფითი განაკვეთები ამოქმედდება", - ნათქვამია ანალიტიკურ წერილში. "ისეთი ქვეყნების გამოცდილებამ, როგორიცაა შვეიცარია, შვედეთი, დანია და ევროზონის წევრები საერთო ჯამში გვასწავლა, რომ 0 ეს არის ქვედა ზღვარი", - ამტკიცებენ ბანკის ანალიტიკოსები. ივლისში კანადის ბანკმა უკვე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი 0.5%-იან ნიშნულამდე. განაკვეთის შემდგომი შემცირებს მიზეზებს შორის ანალიტიკოსები ასახელებდნენ ნავთობის დაბალ ფასს, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას და თავად კანადის ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ეკონომიკურ მაჩვენებელს ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ადრე, კანადის ბანკის ხელმძღვანელმა სტივენ პოლოზმა განაცხადა, რომ პერსპექტიული ქვედაზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე კანადისთვის სწორედ 0.5%-იანი იყო, რასაც მოწმობს ეროვნული მარეგულირებლის უარყოფითი დასკვნა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე.