Home
Category
TV Live Menu
Loading data...

JPMorgan Chase-ი ბრიტანეთს, ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებს

57062c297d1e4
BM.GE
07.04.16 13:41
1223
ფინანსური კონგლომერატის JPMorgan Chase&Co ხელმძღვანელი ჯეიმს დაიმონი, ყოველწლიურ წერილში ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებს. 
 
დაიმონის მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ეკონომიკები დაზიანდებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრიტანეთი ოპერატიულად შეძლებს ასობით სავაჭრო და სხვა სახის ხელშეკრულებების განახლებას. მან ასევე გააფრთხილა ე.წ ცუდ სცენარზე, რომლის განვითარების შემთხვევაშიც, ევროკავშირის სხვა ქვეყნები საპასუხო ზომებს მიიღებენ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემდეგ.

უფრო ადრე სარეიტინგო კომპანიის Standard&Poor’s დირექტორმა მორიც კრემერმა გამოთქვა აზრი, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგის ფასად დაუჯდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბრექსიტის მომხრეთა პოზიცია გაიმარჯვებს, დიდი ბრიტანეთი დაბრუნდება გაურკვევლობის პერიოდში.