Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯორჯ სოროსი მომდევნო წელს, რუსეთის "რეჟიმის გაკოტრებას" პროგნოზირებს

56bd75d707470
BM.GE
12.02.16 09:54
1192
ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის "ბრძოლას გადარჩენისთვის" პროგნოზირებს. მისი აზრით, მხოლოდ ევროკავშირის კოლაფსს შეუძლია გადაარჩინოს 2017 წლის დეფოლტისგან რუსეთი. სოროსის მოსზრებები Project-syndicate-ის სვეტში გაოქვეყნდა. გამოცემა იუწყება, რომ ევროკავშირმა მოინხენის კონფერენციის გახსნამდე, შესაძლოა რუსეთს სანქვიები მოუხსნას.
 
"ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი და ევროკავშირი ჩართულები დროსთან შეჯიბრში. ახლა საქმე ისაა, პირველი ვინ გატყდება", - თვლის სოროსი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას რეგულარულად აკრიტიკებს. ჯორჯ სოროსი ხედავს რისკს, რომ 2017 წელს, როდესაც საგარეო ვალის გადახდის დრო დადგება, რუსეთის "რეჟიმი გაკოტრდება".

მისი აზრით, ალტერნატივა ერთია, - მოახდინოს ევროკავშირის კოლაფსის პროვოცირება. "ყველაზე ეფექტური საშუალება რეჟიმისათვის გადაურჩეს კოლაფსს, ეს არის კოლაფსის პროვოცირება ევროკავშირში. დანაწევრებული ევროკავშირი უძლური იქნება შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მეორეს მხრივ, პუტინი შეძლებს მიიღოს ეკონომიკური უპირატესობა დაყოფილი ევროპისგან და გამოიყენოს საკუთარი კომერციული მიზებისათვის", - აღნიშნავს სოროსი.