Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ივა ჭყონია: საქართველოში ბიზნესის კუთხით სასამართლო სისტემა ფაქტიურად არ არსებობს

572b36f052533
BM.GE
05.05.16 16:02
1170
საქართველოში დისტრიბუტორთა ასოციაციის შექმნა იგეგმება. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" შპს "გრანდის" დამფუძნებელ ივა ჭყონია საუბრობს.
 
- ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა ხანში დისტრიბუტორთა ასოციაცია შეიქმნება, რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებთ. რატომ დასჭირდათ დისტრიბუტორებს გაერთიანება?

-  იდეამდე საბოლოოდ იმან მიმიყვანა, რომ სამწუხაროდ ყოველთვის მარტო მიწევდა იმ პრობლემებზე საუბარი, რაც დღემდე სადისტრიბუციო კომპანიებს ახლავს და ზოგადად დისტრიბუციას, როგორც დარგს ჩვენს ქვეყანაში. ასოციაციის შექმნა უპირველესად ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო საქმიანობის განვითარებას და იმ საცალო ვაჭრებისგან დაიცავს, რომლებიც საკმაოდ ცუდად ექცევიან წვრილ და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც მათ პროდუქციას აწოდებენ.

- ასოციაციას რა ბერკეტები ექნება?

- მასში გაერთიანებული იქნება რანდენიმე იგივე წვრილი და საშუალო ბიზნესი წარმომადგენელი, რომლებიც ერთობლივი ძალებით მივმართავთ და სახელმწიფოსთან და საკანონმდებლო ორგანოსთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვექნება, რომ რაღაც სახის კანონმდებლობა შემუშავდეს, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. იმიტომ, რომ პრემიერმინისტრი საკმაოდ აქტიურად საუბრობს, რომ საქართველოში წარმოება და მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარდეს. თუ წარმოება განვითარდა, ამის შემდეგ დისტრიბუცია, როგორც დარგი თუ განვითარებული არ იქნება, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება წარმოება. დისტრიბუცია ის რგოლია, რომელიც ხელს უწყობს მწარმოებელს თავისი პროდუქცია გაასაღოს საქართველოს ბაზარზე არსებულ სავაჭრო ქსელებში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რითეილები ძალიან ცუდ სიტუაციაში გვაგდებენ, მთავარი პრობლემა თანხის დროულად გადახდას უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ბიზნესის კუთხით ფაქტიურად არ არსებობს, რაც სავალალო მდგომარეობაში გვაგდებს. უახლოეს მაგალითს მოგიყვანთ, დეკემბერში შეტანილ სარჩელზე: საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდო კომპანია “ფურშეტმა“, რომელიც 8 მაღაზიით არის დღეს საქართველოში წარმოდგენილი, ორი პროცესი ჩაინიშნა, რომლებიც ბოლომდე მიყვანილი არ არის. ჩემს კუთვნილ თანხას, რომელიც უკვე თითქმის წელია რეალიზებულია ვერ ვიბრუნებ.

მარტო იმაზე საუბარი და ფიქრი, რომ ევროკავშირს მივუახლოვდეთ და სავიზო რეჟიმი გაიხსნას, ძალიან ცუდია, მენტალურად ჩამორჩენილები ვართ. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებით ბევრი ადამიანი თავისუფლად გავა ქვეყნიდან, ეს კი ცოტა სხვა რამესთან უნდა ასოცირდებოდეს.

მაგალითებს მოვიყვან აშშ-ზე. კვლევა ჩატარდა, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი მაგალითად ანანასის მოყვანით ვინ რამდენს იღებს. ყველაზე დიდი პროცენტი საერთო თანხის ერგება retailer-ს, ანუ საცალო მოვაჭრეს. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ამხელა თანხას იგებს საბოლოო ჯამში ცდილობს მიმწოდებელი დაჩაგროს და მას თანხა არ გადაუხადოს. საინტერესოა, რომ ამის გამო თვითონ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით სპეციალური სამსახური შეიქმნა, რომელიც აკონტროლებს რამდენად სწორად ხდება მცირე და საშუალო დისტრიბუციის მხრიდან მიწოდებული პროდუქციის თანხის დროულად გადახდა და კონტრაქტში არსებული პირობების შესრულება. რეგულაცია აუცილებელია, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი არ გაქრეს.

ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარულს ვითხოვთ, რომ კანონში ის მაინც ჩაიდოს, რომ ჩვენს მიერ არსებული დავები კერძო არბიტრაჟმა განიხილოს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ თუ კი დაუსჯელობის სინდრომი გაგრძელდება, შეიძლება პრობლემები დადგეს კონკრეტული კომპანიების, რომლებიც შესაძლოა უბრალოდ გაკოტრდნენ. ისევ არის პრობლემები ამ მიმართულებით?

- მთავარი პრობლემა ის არის, რომ უკვე 6 თვეა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ჩემს კუთვნილ თანხას ვერ ვიბრუნებ და ახლაც კი საკმაოდ არასერიოზული მოლაპარაკებები მიდის.

ზემოთ აღნიშნული მაგალითები, რაზეც ვისაუბრეთ ცხადყოფს, რომ ქართულ ბაზარზე დღეს არსებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

- თქვენ სახელმწიფოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თუ გაქვთ?

- ამ წუთას, როგორც ერთ-ერთ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, რადგანაც საუბარი მარტო მიწევს ეს ცოტა ალბათ რთულია და გამომდინარე იქიდან, რომ ასოციაციაში რამდენიმე ადამიანი გავწევრიანდებით ეს უფრო ადვილი იქნება. უკვე საკმაოდ საინტერესო კომპანიებთან მქონდა საუბარი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სერიოზულ ევროპულ ბრენდებს წარმოადგენენ, ასევე საკმაოდ საინტერესო კონსულტაციები მქონდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებთან თანამშრომლობასაც ვაპირებ.