Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იტალიურმა კომპანია NE NOMISMA ENERGIA-მ, თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა

56e7b34e3049e
BM.GE
15.03.16 10:56
1108
იტალიურმა წამყვანმა საკონსულტაციო და კვლევითმა კომპანია NE NOMISMA ENERGIA-მ, თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმომადგენლობა უფრო ეფექტურს გახდის არსებული და მომავალი პარტნიორებისა და კლიენტების მომსახურებას კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს ენერგეტიკულ ბაზართან და გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ტრადიციულ და განახლებად ენერგიას, ინდუსტრიული ბაზრის რეგულირებას და ადგილობრივ ენერგო დაგეგმარებას.

"კომპანია სპეციალიზებულია ტექნიკურ ეკონომიკურ მომსახურებაზე, რაც გამოიხატება ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერაში, მათ ტექნიკურ და ეკონომიკურ გამართულობაში და მდგრადობაში, ისეთ სფეროებში როგორიცაა, ელექტროენერგია, მუნიციპალური, კომუნალური და სხვა მომსახურება, ელექტროენერგიის გენერაცია, განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა", - განმარტავენ კომპანიაში. 

"NOMISMA ENERGIA-ს საქართველოს და კავკასიის სწრაფად მზარდი და დინამიური ბაზრის პოტენციალის სჯერა. ქართული ბაზარი ინვესტორებს სთავაზობს ღირებულ და საინტერესო შესაძლებლობებს. წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში კლიენტების მხარდასაჭერად. ამ ნაბიჯით გვსურს ვითამაშოთ ცენტრალური როლი ინვესტორების და ადგილობრივი ორგანიზაციების დაკავშირებაში და მათ კონსულტაციებში, ეს მოგვცემს საშუალებას უფრო პერსონალიზირებული სერვისი გავუწიოთ ჩვენს კლიენტებს", - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.