Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იტალიამ "უიმედო აქტივების" მქონე ბანკის შექმნაზე ევროკომისიისგან თანხმობა მიიღო

56a9b86e96d6e
BM.GE
28.01.16 10:41
1449
იტალიამ "უიმედო აქტივების" მქონე ბანკის შექმნაზე ევროკომისიისგან თანხმობა მიიღო. ეს სქემა ქვეყნის კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს შეამცირონ ბალანსებში უიმედო სესხების მოცულობა, რაც დღევანდელი მდგომარეობით 200 მლრდ ევროს შეადგენს. ბანკები შეძლებენ "უიმედო აქტივების" თავმოყრას ერთ სტრუქტურაში, ხოლო იტალიის ხელისუფლება მათთვის სპეციალურ საგარანტიო ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს. ამ გარანტიების შეძენა და გაყიდვა იქნება შესაძლებელი, ხოლო ფასს ბაზარი განსაზღვრავს. ამგვარად, რომმა ბრიუსელთან 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გვერდი აუარა ევროპულ წესებს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეროვნული საბანკო სისტემის პირდაპირ დახმარებას უკრძალავს.