Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იტალია საბანკო სექტორის დასახმარებლად $5,7 მილიარდიან ფონდს ქმნის

570ca25da9609
BM.GE
12.04.16 11:21
1013
საბანკო კრიზისისგან თავის ასარიდებლად, იტალიაში 5 მილიარდ დოლარიანი ფონდი იქმნება, რომელიც დასუსტებულ ბანკებს კაპიტალის მიზიდვაში დაეხმარება.
ფონდის სახელწოდება Atlante იქნება და მას მხარდაჭერას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები გაუწევენ.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ფონდი გაკოტრების პირას მყოფ ბანკებს შეიძენს და ასევე მათ ლიკვიდურობის გაზრდაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ "უიმედო აქტივების" მქონე ბანკის შექმნაზე ევროკომისიისგან თანხმობა რამდენიმე თვის წინ მიიღო. ეს სქემა ქვეყნის კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს შეამცირონ ბალანსებში უიმედო სესხების მოცულობა, რაც დღევანდელი მდგომარეობით 200 მლრდ ევროს შეადგენს.