ისტორიული პალმირას რეაბილიტაციის მზადყოფნა მსოფლიოს 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა. როგორც სირიის გუბერნატორმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ისტორული ძეგლის დაზიანებას, ამ ეტაპზე ძეგლთა დაცვის სააგენტო აფასებს. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხის დასახელება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
სირიის არმიამ პალმირას გათავისუფლების შესახებ გასულ კვირას განაცხადა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქ პალმირაზე კონტროლი 2015 წლის მაისში მოიპოვა. მათ დაქვემდებარებაში იყო მოქცეული იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შესული ანტიკური ქალაქის ნანგრევები, რომელიც შეტაკებების დროს ზიანდებოდა.