2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 7,8 პროცენტით გაიზარდა, წლის მეოთხე კვარტალში კი 9 პროცენტზე მეტით. Financial Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ირლანდიის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. გასულ წელს, ირლანდიაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საინფორმაციო, ტექნოლოგიურ და ფარმაცევტულ სექტორში განხორციელდა. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობის სექტორის ზრდა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, 1997 წლის ნიშნულამდეა და მან 9 პროცენტი შეადგინა.