Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანში Facebook-ის ბედს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური საბჭო გადაწყვეტს

56de82ce8275e
თელარა გელანტია
08.03.16 11:43
1205
ირანში Facebook-ის ბედს პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, - ასე უპასუხა ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო IRNA-ს (Islamic Republic News Agency) დირექტორმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არის ირანში სოციალური ქსელი Facebook-ი დაბლოკილი.
 
კითხვაზე - რა საფრთხეს ხედავს ირანის მთავრობა Facebook-ში, მოჰამედ ხოდადიმ კონკრეტული პასუხი არ გაგვცა, მაგრამ თქვა, რომ სხვა სოციალური ქსელები ირანში ხელმისწავდომია.

"ირანის მთავრობამ აღიარა, რომ სოციალური ქსელები საჭიროა ურთიერთობების დასამყარებლად, ამიტომ აქ სოციალური ქსელები გახსნილია. ზოგადად, მთავრობამ შექმნა საბჭო სოციალურ ქსელებზე. მისი თავმჯდომარეა ირანის პრეზიდენტი რუჰანი და ამ საბჭოზე იგეგმება პოლიტიკა. "ტელეგრამი", "ვაიბერი", "ინსტაგრამი" და სხვა რამდენიმე საშუალება ირანში დაშვებულია. Facebook-ზე კი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული", - თქვა ხოდადიმ და ჟურნალისტებთან ხუმრობით აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად გახსნის Facebook-ში პროფაილს.