05.Mar.2016 13:46
Economy

ირანისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საქართველოს გადაწყვეტილებას, ირანში აშშ-ის ზეწოლას უკავშირებენ

ირანისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საქართველოს გადაწყვეტილებას, ირანში აშშ-ის ზეწოლას უკავშირებენ
2013 წელს ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საქართველოს გადაწყვეტილებას ირანში აშშ-ის ზეწოლას უკავშირებენ.
 
ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის წარმომადგენელმა თავრიზის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუჰამედ ანვერმა თავრიზში მყოფ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მაგრამ დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თეირანისთვის საქართველოს გადაწყვეტილება გასაგებია.

"მკაცრი საერთაშოირსო სანქციების პერიოდში, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა, ჩვენ არასდროს, არცერთ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დააფრთხეს არაერთი ქვეყანა, რომელთაც ირანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობდნენ, მათ შორის იყო ირანის ისტორიული მოკავშირე საქართველოც. რაც შეეხება საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის დაწესებას თავის დროზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ზეწოლის შედეგად მოიქცა ასე; თუმცა ჩვენ გვესმის საქართველოს მდგომარეობა და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა მუჰამედ ანვერმა.

ამასთან, მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 15 თებერვლიდან ირანელი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, რომელიც 2013 წელს შეუჩერეს, აღდგა.

მუჰამედ ანვერის თქმით, ირანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო სანქციების პერიოდში პოლიტიკურად და ეკონომიკურად დიდად არ დაზარალებულიყო.

"სანქციების მოხსნის შემდეგ კი საშუალება გვაქვს, სრულად განვავითაროთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან და ასეთი ურთიერთობების მიზანი ირანისთვის ის არის, რომ სწორი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები განვითარდეს, რაც მსოფლიო ქვეყნებს შორის მშვიდობისა და წესრიგის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართელოსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, ქართველი ჟურნალისტები თავრიზში 2-4 მარტს იმყოფებოდნენ.
ავტორი: თელარა გელანტია



19.Jul.2019 18:35
51

Statemen of U.S. Embassy regarding Rustavi 2 Decision

More
19.Jul.2019 18:18
291

After 10-year work at “Ferrero” I decided to become a private consultant - Merab Chitanava

More
18.Jul.2019 21:36
54

Statement of NGOs on the Developments Around Rustavi 2

More
18.Jul.2019 17:52
71

Credit growth at 14.1% YoY in June 2019

More
18.Jul.2019 17:27
61

Net exports contributed the most to the growth in Q1 2019

More
17.Jul.2019 14:14
124

Lavrov names precondition for removal of flight ban on Georgia

More