Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია

5665322d66587
BM.GE
07.12.15 11:14
1092
ირანიდან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია - ამის შესახებ განცხადება ბიზნესკონტაქტთან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დღეს ყველა ქვეყანა ცდილობს ირანთან ურთიერთოების დალაგებას და მათ შორის საქათველოც ,რომელსაც ამის ყველა წინაპირობა აქვს.
 
"ძვირია თუ არა, არის თუ არა მოწოდების ტექნიკური პრობლემა, - ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს განხილული ირანთან სამუშაო შეხვედრების დროს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ირანთან საქმიანობა აქვთ ენერგეტიკული, შესაბამისად ჩვენ ამ ქვეყნებთან გვაქვს ენერგეტიკული საქმიანობა. ჩვენ ვართ რეგიონის ნაწილი. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი საზღვარი ირანთან და ორმხრივ ფორმატში ვერ ვილაპარაკებთ, ეს მოითხოვს მრავალმხრივ ფორმატსაც. წინაპირობების შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არის სწორი დრო, და აბსოლუტურად ობიექტურია მთავრობის მიერ ამ წინადადებების ინიცირება. ეს შესაძებლობები ჩვენ უნდა შევაფასოთ და შევისწავლოთ. შედეგზე ორიენტირებით შემდგომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ირანი მხოლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მქონე ქვეყანა არაა, ჩვენ ვფიქრობთ რომ სხვა ქვეყნებიც შეიძლება დაინტერესდნენ ირანის რესურსით. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მომხმარებელი, მაგრამ ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი გვაქვს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. ცდად ნამდვილად ღირს", - განაცხადა ვალიშვილმა.