Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: მერიის სარეზერვო ფონდის თანხები გართობასა და კლუბებში აღარ იხარჯება

5715fac501cc1
BM.GE
19.04.16 13:29
1017
თბილისის მერიაში ეკონომიკური პროფილის 3 ორგანიზაციის გაერთიანების შედეგად, ადმინისტრაციული საშტატო ერთეულები 132-დან 60-მდე შემცირდება - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში დედაქალაქის ვიცე-მერმა განაცხადა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ეკონომიკური პროფილის სამსახურების ძირითადი ფუნქცია დედაქალაქში სამუშაო ადგილების გაზრდა იქნება.
 
რაც შეეხება მერიის სარეზერვო ფონდს, ვიცე-მერი განმარტავს, რომ აღნიშნული ფონდიდან თანხების ხარჯვა გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის უმეტესად სოციალურ მიმართულებებსა და ფორს-მაჟორულ სიტუაციებს ხმარდება. ლექვინაძემ მაგალითად რამდენიმე დღის წინ თბილისში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაასახელა.

"მერიის სარეზერვო ფონდის თანხის ხარჯვა არის გამჭვირვალე და ის არ ხმარდება გართობას და კლუბებში ხარჯების გაწევას, როგორც ეს ადრე იყო. გასულ წელს მერიის სარეზერვო ფონდის გაზრდის საჭიროება დადგა", - განაცხადა ლექვინაძემ.