Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირაკლი ასლანიშვილი: ესტონეთმა რეფორმის განხორციელებიდან მოკლე ვადაში ნახა ფინანსური შედეგები

569ce0cd54109
BM.GE
18.01.16 16:53
1269
საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს დადებითად აფასებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ასლანიშვილი ამბობს, რომ რეფორმა დამატებით მსჯელობას მოითხოვს, თუმცა ესტონეთისთვის ცვლილებამ დადებითი შედეგი მოკლე ვადაში მოიტანა.
 
"ესტონეთმა რეფორმის განხორციელებიდან მოკლე ვადაში ნახა ფინანსური შედეგები, კერძოდ გადასახადებმა მოიმატა როგორც დღგ-ს ასევე საშემოსავლოს ნაწილში. ასევე საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდათ კომპანიებს. ჩვენ ვიცით, რომ დავების დიდი ნაწილი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში განიხილება მოგების არასწორი კალკულაციით. ეს რეფორმა ითხოვს დამატებით მსჯელობას და კონსულტაციას, თუმცა დასაწყისი არის კარგი", - აცხადებს ასლანიშვილი. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერის მხრიდან სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებიც გაჟღერდა, რომლებიც ბიზნესის მხრიდან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

"დღეს პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა. მათ შორის იყო საგადასახადო დეკრიმინალიზაციის და მოგების გადასახადის საკითხი. საუბარი შეეხო განათლების სისტემაში ინვესტირების საკითხს. პრემიერი შეგვპირდა, რომ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია ექნება, რაც ძალიან მისასალმებელია. ის რეფორმები, რომლებიც გაჟღერდა, ჩვენგან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. კომუნიკაციის თვისობრივი ხარისხი იქნება გაცილებით მაღალი", - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.