Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იპოთეკარები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

57062424df5c6
BM.GE
07.04.16 13:06
1124
იპოთეკით დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, ამ მიზნით მათ გუშინ აქციაც გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსანდრე კობაიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ისინი პრემიერს საქმეების ინდივიდუალურად შესწავლას სთხოვენ.

"ჩვენ გვსურს ინდივიდუალურად მოხდეს ამ საქმეების შესწავლა და შესაბამისად სახელმწიფო იყოს გარანტი ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოგვეცეს იმის საშუალება რომ გრძელვადიანი, დაბალი განაკვეთს სესხი რეალურად ავიღოთ. სახელმწიფო პოპულისტურად კი არ უნდა მიუდგეს ამ პრობლემებს, არამედ რეალურად უნდა დაინტერესდეს.

დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ძალიან კარგი კანონი, საპოლიციო გამოსახლების შესახებ და ეს მისასალმებელია, თუმცა მას დიდი წინააღდეგობა ჰქონდა, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენი და საზოგადოების აქტიურობით, ხალხმა გაიმარჯვა. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლი და ვფიქობთ რომ ეს სწორი გამოსავალია.

აჭარის ხელისუფლება გარანტად უდგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს - ეს პრეცედენტი სხვაგანაც უნდა დამკვიდრდეს. მაგალითად, თუ აუქციონზე უძრავი ქონება გაიყიდა, სახელმწიფო თანამშრომლობს, რომ ისევ ის გამოსახლებული პიროვნება შესახლდეს და გრძელვადიანი სესხი მიეცეს თავისი ბინის გამოსასყიდად.

მოქალაქეები ამ რისკს, რაც ახლავს თან იპოთეკას სათანადოდ ვერ აფასებენ, ეს რისკი ჩვენს კისერზეა, მაგრამ ეს რისკი კრედიტორმაც უნდა შეაფასოს სათანადოდ.

კრედიტორი არ უნდა იყოს მოწოდებული, რომ ერთადერთი ბინის რეალიზაცია მოახდინოს და 50 000-ად შეფასებული ქონება 20 000-ად შეაფასოს", - განაცხადა კობაიძემ.