Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#ანალიტიკა: დანაღმული მიწა - უკრაინის პასუხი რუსეთს

BM.GE
03.06.22 12:36
228
“უკრაინას დღეს უპრეცედენტო დროში არსებობა უწევს და ცდილობს, მშვიდობა მთელი ევროპის კონტინენტზე დაიცვას. ამასთან, ბიზნესიც მთელს ქვეყანასთან ერთად, ევროპის ქვეყნებისგან გადამწყვეტ ქმედებას ითხოვს. მხოლოდ განცხადებები საკმარისი აღარ არის. ბიზნესს სჭირდება იმის დანახვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა უკრაინისთვის. აუცილებლად უნდა გამოჩნდეს მკაფიო სიგნალები, რაც დაადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი ნამდვილად აქვს. უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მომავალში ევროკავშირის წევრობისთვის, ასეთი სიგნალი იქნება”.

ეს ამონარიდია იმ საკმაოდ ვრცელი წერილიდან, რაც უკრაინის ბიზნესსაზოგადოებამ ამ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში გაგზავნა და დეტალურად განმარტა, რატომ სჭირდება დღეს ჰაერივით უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და რატომ იქნებოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისითაც. 

ბიზნესი უკრაინაში სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საუკეთესო გზა იქნება ომის შემდგომ პერიოდში ქვეყნის აღდგენისა და აღმშენებლობისთვის. ბიზნესს მიაჩნია, რომ ქვეყნის რეკონსტრუქციაში ჩადებული ინვესტიციები მეტ დამატებულ ღირებულებას მოიტანს, თუკი ისინი ევროპულ სტანდარტს უპასუხებს და ამ პროცესში ევროკავშირიც ჩართული იქნება.