03.Mar.2016 11:50
Economy

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "მთის კანონის" საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "მთის კანონის" საინფორმაციო კამპანია დაიწყო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.
 
კამპანიის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და "საქართვეელოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" გააცნო.

შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი.



12.Jun.2019 21:55
90

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
95

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
120

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
69

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
599

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More
08.Jun.2019 22:30
135

Natia Turnava Talked about Anaklia Port, Business Environment and Gazprom in Parliament

More