Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იაპონიის მიწისძვრის გამო, Toyota Motor-ი შემოსავლის 227 მილიონი დოლარით შემცირებას ვარაუდობს

5714cc92b0567
BM.GE
18.04.16 15:59
952
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, Toyota Motor-ის შემოსავალი შესაძლოა მიმდინარე კვარტალში დაახლოვებით 30 მილიარდი იენით (277 მილიონი დოლარით) შემცირდეს, - ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება. მიწისძვრამ კუნძულ კიუსიუზე ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით მომარაგება შეაფერხა. Toyota-მ შესაძლოა ასევე დაკარგოს 56 000 ავტომობილი Toyota და Lexus, ასევე 7 000-ზე მეტი მინი ავტომობილი შვილობილი კომპანიიდან Daihatsu Motor.
 
გასულ წელს Toyota-მ განაცხადა, რომ იაპონიის ბაზარზე გაყიდვების 40% მოდიოდა, რაც 4 მილიონ ავტომობილზე მეტია. მისი კონკურენტები Nissan და Honda კი აცხადებდნენ, რომ ბაზრის 17 და 16%-ს იკავებდნენ.