Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მილიონი ლარით გაიზარდა

56d42f0ca85e9
BM.GE
29.02.16 15:42
1306
იანვარში ვადაგადაცილებული სესხები 37.6 მლნ ლარით გაიზარდა და 329.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.0 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 45.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.6 პროცენტს გაუტოლდა.
 
საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 152.8 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) შემცირდა და 5.39 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ცნობით, კლების დიდი წილი იურიდიული პირების გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 9.7 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. სებ-ის ცნობით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი დაკრედიტების კლებით იყო გამოწვეული.