Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-მარტში ქართული ღვინის ექსპორტი 51%-ით გაიზარდა

57038e8eb607a
BM.GE
05.04.16 14:07
1306
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 694 748 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 18 144 738 აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 193 395 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 116%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5 046 166 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ს აღწევს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 4 077 797, უკრაინა - 1 088 862, ყაზახეთი - 784 844, პოლონეთი - 443 208 და ჩინეთი - 371 295 ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება დაფიქსირდა: რუსეთი - 124% (4 077 797), უკრაინა - 66% (1 088 862), პოლონეთი - 26% (443 208), ლიტვა - 34% (137 448 ), ყირგიზეთი - 70% (67 746), აშშ - 19% (62 448), გერმანია - 89% (80 814), ჩინეთი - 2% (371 295), ბელარუსი - 297% (61 920), დიდი ბრიტანეთი - 40% (21 432) და სხვა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 33,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.