Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Hilton-ის სასტუმროში სტუმრებს რობოტი მოემსახურება (ვიდეო)

56e5591ca9914
BM.GE
13.03.16 16:09
1147
კომპანია Hilton Worldwide-მა IBM-თან ერთად, პირველი კონსიერჟი-რობოტი შექმნა. როგორც გამოცემა TravelPulse-ი აღნიშნავს, რობოტი თავის მოვალეობას ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში ასრულებს. რობოტი IBM Watson-ის ბაზაზეა აგებული და ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. რობოტ-კონსიერჟს სასტუმრო Hilton-ის ქსელის დამფუძნებლის კონრად ჰილტონის საპატივცემულოდ, კონი ეწოდა. რობოტი სტუმრებს სასტუმროს აცნობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე აწვდის ინფორმაციას. რობოტი სტუმრებს შესაბამის კიტხვებზეც სცემს პასუხს.
 
"რაც უფრო ხშირად დაუკავშირდება იგი სასტუმროში დარჩენილ სტუმრებს, მით უფრო მალე გაიგებს ყველაზე მეტად რა აინტერესებთ მათ. რაც დრო გავა, კონის რეკომენდაციები უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება", - აღნიშნავენ რობოტის შემქმნელები.