Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჰარვარდის ფსიქოლოგი: როგორ ამოვიცნოთ მატყუარა?

56d46ba989e7c
ლადო ბატიაშვილი
29.02.16 20:30
1824
ალბათ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც ნერვიულობს და თვალს ვერ გისწორებთ, ტყუილს ამბობს. თუმცა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ემი კადის, აზრით, მატყუარის ამოსაცნობი ერთი კონკრეტული არავერბალური ქცევა არ არსებობს.
 
თავის ახალ წიგნში („Presence”) ფსიქოლოგი მატყუარის ამოცნობის საუკეთესო გზად არა ერთ რომელიმე ქცევაზე, არამედ კომუნიკაციის დროს გამოვლენილ სხვადასხვა სახის შეუსაბამობებზე დაკვირვებას ასახელებს, მათ შორისაა: სახის გამომეტყველება, სხეულის მდგომარეობა და მეტყველება.

"ტყუილის თქმა რთული საქმეა" - ამბობს კადი, - "ჩვენ ვამბობთ ერთ ამბავს და ვმალავთ მეორეს. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორიც ემატება, რადგან თავს დამნაშავეებად მივიჩნევთ. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი გონებრივი შესაძლებლობა, იმისთვის რომ ყველა ეს ფაქტორი დავმალოთ".

ფსიქოლოგის აზრით, მატყუარის ამოსაცნობად საუკეთესო გზა მის ნათქვამსა და მოქმედებას შორის არსებულ განსხვავებაზე დაკვირვებაა. აღელვებული სახით, მაგრამ მხიარული ხმის ტონით საუბარი ემოციების კონფლიქტის კარგი მაგალითია.

სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან უჭირთ ტყუილის ამოცნობა. ისინი დაკვირვების შედეგად მატყუარას ოდნავ უკეთესად აიდენტიფიცირებენ, ვიდრე ის, ვინც უბრალოდ ხვდება, რომ ატყუებენ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტად ადამიანის საუბარს ვაქცევთ ყურადღებას და არა მის ქმედებებს.

ემი კადი ჰარვარდის ფსიქოლოგის, ნენსი ეთქოფის, კვლევას ციტირებს და ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ენის აღქმის უნარის დარღვევა აწუხებთ, უფრო კარგად შეუძლიათ მატყუარის ამოცნობა, ვიდრე მათ, ვისაც დარღვევა არ აღენიშნებათ.

"როდესაც ჩვენ შეგნებულად ვეძებთ ტყუილის ან სიმართლის გამომხატველ ნიშნებს, მეტ ყურადღებას ადამიანის საუბარს ვაქცევთ და არა არავერბალურ ქცევებს", - აცხადებს კადი. "სიმართლე ქმედებებით უფრო ვლინდება, ვიდრე სიტყვების მეშვეობით".