Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Handy - მაჯის ხელნაკეთი საათების ახალი ქართული ბრენდი

56fc13e390869
BM.GE
30.03.16 21:55
1541
ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Handy გამოჩნდა. მაჯის ხელნაკეთი საათები წიფლის ხისგან და ნატურალური ტყავისგან მზადდება. როგორც Handy-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფო გურასაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ხელნაკეთი საათების შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, პირველი რამდენიმე ნიმუშის დასამზადებლად კი საწყისი კაპიტალი 300 ლარი იყო.
 
"მასალის არჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ხეზე მუშაობის გამოცდილება მანამდეც გვქონდა. ხე სამუშაოდ საკმაოდ კარგი მასალაა, ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთა და ორიგინალურია, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი დიზაინით შეგვექმნა ხისა და ტყავის სინთეზით დამზადებული მაჯის საათები, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის ინოვაცია და საინტერესო იქნებოდა. ვფიქრობთ, რომ საქმის წამოწყებისთვის დღეს მთავარი მონდომება, ენთუზიაზმი და შრომაა“, - ამბობს სოფო გურასაშვილი. საათები ტექნოლოგიურ პარკში მზადდება, მისი რეალიზება კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით ხდება, თუმცა Handy სამომავლოდ მაღაზიის გახსნას გეგმავს.