რუსულმა ბანკებმა, Buhtrap-ვირუსის შედეგად, ნახევარ წელში 1,8 მილიარდი რუბლი დაკარგეს. მონაცემები თავის მოხსენებაში კომპანია Group-IB-ს მოჰყავს, რომელიც კიბერ დანაშაულების კვლევებს აწარმოებს.
"Kaspersky Lab"-მა კი ბანკებზე ახალ კიბერ თავდასხმებზე განაცხადა. კომპანიის მონაცემებით, ფინანსურ ინსტიტუტებს წერილი ეგზავნებოდათ FinCERT-ის სახელით, ცენტრალური ბანკის სპეციალური დეპარტამენტიდან, რომელიც ფინანსური უსაფრთხოებით არის დაკავებული. თუმცა, მარტში განხორციელებული ჰაკერების თავდასხმის მიერ მიყენებული ზარალის კონკრეტული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.