Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გვასალია: ტყუილად ცდილობენ, რომ იმაზე მეტი ევროპელები იყვნენ, ვიდრე თავად ევროპელები არიან

5672560734748
BM.GE
17.12.15 10:19
1318
"დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები ეჭვქვეშ დგება", - ასე აფასებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია, საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საპოლივიო გამოსახლების წესის გაუქმებას გულისხმობს. გვასალიას თქმით, გარდა იმისა რომ წესის გაუქმება ნეგატიურად აისახება საპროცენტო განაკვეთებსა და საინვესტიციო გარემოზე, ის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.
 
„მათი მოსაზრებები და ძირითადად ეს ყველაფერი გამართლებული იყო იმით, რომ ევროპულ სტანდარტებთან უნდათ მიახლოვება. არავითარი ევროპული სტანდარტი ეს არ არის და ტყუილად ცდილობენ, რომ იმაზე მეტი ევროპელები იყვნენ, ვიდრე თავად ევროპელები არიან. ჩვენ სტატისტიკაც მოვუყვანეთ, - სულ ხუთი პროცენტი იყო ასეთი გამოსახლებების გასაჩივრებული, რომლიდანაც დაკმაყოფილებული არც ერთი არ იქნა. მათ კი გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში სტატისტიკას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ეს შეუძლებელია, მდგომარეობა გაგრძელდება და დროში გაწელილი იქნება. სასამართლო ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის მომსახურება, შემდგომ საკუთარი უფლებების გამოყენების მხრიდან მოყენებული ზარალი, ეს ყველაფერი ვინ უნდა აანაზღაუროს?", - განაცხადა გვასალიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.