Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გრანტის მოსაპოვებლად, ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადამ 5 აპრილამდე გადაიწია

56f938f6ca222
BM.GE
28.03.16 17:59
1347
მეწარმეობის განვითარების სააგენტო მომხმარებელს ვებგვერდზე www.qartuli.ge არსებული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის. შეფერხება გამოიწვია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაჩენილმა ხანძარმა.
 
სერვერის ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე დღის განმავლობაში ვერ ხდებოდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების დარეგისტრირება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, სერვერი არ არის დაზიანებული, დღემდე მიღებული ყველა განაცხადი შენახულია და მალე აღდგება ვებგვერდის ფუნქციონირება.

სააგენტოს გადაწყვეტილებით ვებგვერდზე www.qartuli.ge ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა 31 მარტის ნაცვლად იქნება 5 აპრილი.