Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გორში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

56f4f25ed581a
BM.GE
25.03.16 12:08
1276
საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ეს იქნება ახალი 20 მეგავატიანი ელექტროსადგური, რომელიც გორის საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს განთავსდება.
 
შეგახსენებთ, რომ ქარის პირველი ელექტრო სადგური "ქართლი“ გორში აშენდება და პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 35 მლნ.აშშ დოლარამდეა, სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მლნ.კვტ.სთ.

პროექტი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება.

"გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკისთვის"