Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Google-მა ახალი, კიდევ უფრო ჰუმანოიდი რობოტი შექმნა (ვიდეო)

56f6b7116ec95
ლადო ბატიაშვილი
26.03.16 20:16
1429
Google-მა თავისი ყველაზე ცნობილი რობოტი განაახლა - Atlas-ი ახლა კიდევ უფრო ჰგავს ადამიანს.
 
ჰუმანოიდი რობოტი, სახელად Atlas-ი, Alphabet-ის (GOOGL, Tech30)ერთ-ერთი კომპანიის, Boston Dynamics-მა შეიქმნა. რობოტს კარების გაღება, თოვლზე სიარულის დროს ბალანსის შენარჩუნება, თაროზე ობიექტების გადაადგილება და დაცემის შემთხვევაში წამოდგომაც კი შეუძლია.

წინამორბედთან შედარებით Atlas-ის ახალი ვერსია უფრო სწრაფია და უფრო მცირე ზომისაა. 175 მეტრი სიმაღლისა და 81.6 კილოგრამი სიმძიმის რობოტი წინა ვერსიასთან შედარებით 17 სმ-ით მოკლე და 54 კგ-ით მსუბუქია. Atlas-ი სრულად მობილურია მაშინ, როდესაც რობოტის წინა ვერსია კომპიუტერზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული.
Atlas-ი ადამიანებისთვის სახიფათო ადგილებში, მაგალითად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს, სამუშაოდ შეიქმნა.

რობოტის დებიუტი 2013 წელს, თავდაცვის დაწინაურებული პროექტების სააგენტოს (DARPA) მიერ ორგანიზებული შეჯიბრის ფარგლებში შედგა. Atlas-ის ახალი ვერსია მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერული კვლევების 7 ჯგუფის მუშაობის შედეგად შეიქმნა, რომლებმაც რობოტის გაუმჯობესებული „ტვინის“ მისაღებად კომპიუტერული პროგრამის განვითარება გადაწყვიტეს.

Atlas-ი ბალანსის შესანარჩუნებლად მის სხეულში და ფეხებში ინტეგრირებულ სენსორებს იყენებს. რობოტის თავში არსებული ლაზერები მას სხვადასხვა დაბრკოლების დაფიქსირებასა და თავიდან აცილებაში, ნავიგაციაში, რელიეფის შეფასებასა და ობიექტების გადაადგილებაში ეხმარება.
ჰიდრავლიკურად მართვადი სახსრების მეშვეობით, Atlas-ს შემოგარენის დასკანერება და რთული რელიეფის გარემოში მანევრირება, სიარული, კიბეებზე ასვლა და ნამსხვრევებისგან თავის არიდებაც შეუძლია.

Boston Dynamics-მა დიდი რეპუტაცია სწორედ ასეთი, მოქნილი რობოტების შექმნით მოიპოვა. კომპანიას მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთანაც.
კომპანიამ თავისი დებიუტი ერთი წლის წინ, ოთხ ფეხზე მოსიარულე რობოტის, Spot-ის, შექმნით გააკეთა. რობოტის მწარმოებელი კომპანიების დახმარებით, წლების განმავლობაში, Alphabet-მა რობოტების დიდ კოლექციას მოუყარა თავი. Alphabet-ი პროდუქტებსა და ტექნოლოგიებში ინვესტირებას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ეს სფერო მომავალში დიდ მოგებას მოიტანს.


IHUB Tbilisi