Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პროექტზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დასრულდება

56ec02df72f5e
BM.GE
18.03.16 17:27
1127
საინვესტიციო სააგენტო გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის პროექტს ბიზნესმენებს რამდენიმე კვირაში წარუდგენს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი პერტაიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა პროექტი უახლოეს დღეებში ეკონომიკურ საბჭოზეც გავა.
 
რაც შეეხება პროექტს "შავი ზღვის მარგალიტი", რომლის საინვესტიციო მოცულობაც 5 მილიარდია, პერტაია ამბობს, რომ პროექტს იცნობს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რა სახით მოხდება აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. მისივე თქმით, კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმებაზე საუბარი ნაადრევია.

"1 წლის წინ ჩვენ კვლევა დავუკვეთეთ საერთაშორისო კომპანიას და უახლოეს დღეებში უკვე ეკონომიკურ საბჭოზე გაგვაქვს. რაც შეეხება პროექტებს, ჯერჯერობით არანაირი მემორანდუმი არც ერთ კომპანიასთან არ გაფორმდება. გონიოს პოლიგონზე ახლა განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან ის სამხედრო პოლიგონი იყო და დიდი საშიშროებაა, რომ მიწის ქვეშ გარკვეული ნაღმები იყოს. სამუშაოებს თავდაცვის სამინისტრო „დელტასთან“ ერთად ახორციელებს.

ჯერ-ჯერობით თუ როგორ გაიყიდება ეს მიწები და რა პრინციპით გადაწყვეტილი არ არის, ფორმატი ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, რომ ჩვენ ეს პროექტი უკვე გვაქვს სწორი არ იქნება. რამდენიმე კვირაში ჩვენ, ალბათ უკვე საბოლოო შეთავაზება გვექნება ბიზნესმენებისთვის", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

5 მილიარდიანი პროექტი აჭარაში - "შავი ზღვის მარგალიტმა" კიდევ ერთი პრეზენტაცია გამართა (ფოტო)