Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გოდერძის სათხილამურო კურორტზე საინვესტიციო ფორუმი გაიმართა

56ffb17ec0900
BM.GE
02.04.16 15:44
1205
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით, გოდერძის სათხილამურო კურორტზე საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან არჩილ ხაბაძესთან ერთად დაესწრო.
 
საინვესტიციო ფორუმში, რომელზეც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, გოდერძის კურორტის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. პოტენციურმა ინვესტორებმა მიიღეეს ინფორმაცია არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ და ასევე გაეცნენ ახალი სასტუმროს პროექტს, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებებით შესაძლებელია გადაეცეთ მფლობელობაში.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრს შეადგენს. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის“ განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.