Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ღვინის ჩამოსხმის ახალი ტექნოლოგია საქართველოში

BM.GE
01.08.22 01:50
208
ღვინო და მისი ინდუსტრია, სრულიად ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად განიცდის გარკვეულ ცვლილებებს და გადის განვითარების სხვადასხვა ეტაპს. საბოლოო შედეგს კი, ბოთლებში მხოლოდ მას შემდეგ ჩამოასხამენ, როდესაც ის დაიხვეწება, ბუნებრივად მოიშორებს ლექსა და ღვინის ქვას და გახდება მეტ-ნაკლებად სტაბილური. საქართველოში ამ დრომდე, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის ორი ალტერნატივა გვქონდა, პირველი იყო ოჯახურ პირობებში, ხოლო მეორე საშუალებაა დიდ მარნებში ჩამოსხმა, თუმცა ორივე გზა რისკებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ვასო მანაგაძემ ინოვაციური დანადგარი და ტექნოლოგია ჩამოიტანა ქვეყანაში, რაც მევენახეებსა და მეღვინეებს საშუალებას აძლევს შეხება ჰქონდეთ მაღალტექნოლოგიურ პროცესთან და რაც მთავარია, მივიღოთ ხარისხიანი ღვინო, რათა ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს. როგორ ხდება სპეციალური მანქანის მეშვეობით ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა? - ამის გასარკვევად მარიამ ადამიამ კახეთში იმოგზაურა და დეტალებს სიუჟეტში მოგვიყვება.