Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ITB Berlin 2023 - რა შედეგებით დაბრუნდა ტურისტული ბიზნესი საქართველოში?

BM.GE
15.03.23 12:01
97
დასრულდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში, ITB Berlin 2023, რომლის მასპინძელიც წელს საქართველო გახლდათ. ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო. გამოფენაზე 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. 

გამოფენის პარალელურად ყურადღების ცენტრში იყო თბილისი, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გააპროტესტა, როგორ განვითარდა მოვლენები კარგად გვახსოვს. პროტესტის ჩასახშობად გამოყენებულ იქნა საპოლიციო ძალები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი. „ვზივარ სტენდთან და ვფიქრობ, რა ვუთხრა ევროპელ პარტნიორებს კითხვას რომ დასვამენ: რა ხდება საქართველოში, უსაფრთხოა?- წერდა გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე. 

რა შედეგებით დაბრუნდა ბიზნესი ბერლინიდან, გამართლდა თუ არა მათი იმედები?

სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - BB TRAVEL-ის დირექტორი