15.Dec.2015 16:30
Economy

გიორგი ვაშაძე მთის კანონზე: ეს არის ჩვეულებრივი პოპულისტური კანონპროექტი

გიორგი ვაშაძე მთის კანონზე: ეს არის ჩვეულებრივი პოპულისტური კანონპროექტი
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ვაშაძე მთის მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტს მთავრობის მხრიდან პოპულისტურ გადაწყვეტილებას უწოდებს. ვაშაძე ამბობს, რომ კანონპროქტი ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდის, რაც თავის მხრივ ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს.
 
"ეს არის ჩვეულებრივი პოპილისტური კანონპროექტი. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ თუ სხვაგან არა მთაში მაინც მივიღოთ ხმებიო არჩევნებისთვის და უნდათ მოსახლეობას რაღაც სოციალური პაკეტი შესთავაზონ. "ქართული ოცნება" მიეჩვია იმას, რომ ფული, რომელიც მათ ხელისუფლებაში დახვდათ, მთლიანად სოციალურ პაკეტეზე მიმართოს. მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ მთაში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმაროთ. პენსია გავუზარდოთ, გადასახადები მოვუხსნათ, მაგრამ თუ ეკონომიკა, ბიუჯეტში შემოსავალი, თუ ბიზნესი, რომელიც ქვეყანაშია ამის შესაძლებლობას არ გაძლევს, ამის გაკეთება შევარდნაძის პერიოდს ნიშნავს, როდესაც უკვე პენსიები ვეღარ გაიცემოდა. რაც მეტ ფულს ვდებთ სოციალურ პროექტებში, მისი ეკონომიკური ბაზისის გარეშე, მით მეტს ვკარგავთ. ეს კანონი ასევე ადმინისტრაციულ ხარჯებს გაზრდის, რაც აქსიომაა. გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯი არის შემცირებული ეკონომიკა. იგივე, რასაც აკეთებს დღეს თბილისის მერია", - განაცხადა ვაშაძემ, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".



23.Jul.2019 17:59
71

Trade balance continued to improve in June

More
23.Jul.2019 17:26
94

What are the prices at Georgia's five star hotels

More
23.Jul.2019 15:51
56

Bakhtadze: Government invested $69 mln more in infrastructure projects in 2019

More
23.Jul.2019 12:10
51

IRI-commissioned Poll says Mood Somber in Georgia

More
22.Jul.2019 14:54
109

TBC Bank and ResponsAbility Investments sign USD 10 Million Loan Agreement

More
22.Jul.2019 11:17
211

Despite the flight ban, tourism growth remains positive - TBC Research

More