Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი სამანიშვილი: მთავრობა ქართული პროდუქტების ერთიანი მარკეტინგის კონცეფციაზე მუშაობს

56d6c5655a958
BM.GE
02.03.16 14:38
1090
"მთავრობა ქართული პროდუქტების ერთიანი მარკეტინგის კონცეფციაზე მუშაობს", - აღნიშნულის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამაიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონცეფციის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
 
"რამდენადაც მე ვიცი, მთავრობა მუშაობს ქართული პროდუქტების ერთიანი მარკეტინგის კონცეფციაზე. დეტალურად გაწერილი ჯერ-ჯერობით არ არის, განიხილება რამდენიმე ვარიანტი.

ასევე ითქვა, რომ არის კარგი გამოცდილება რომელიც დაგროვილია სააგენტოში მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით და შესაძლებელია ეს ბაზა ან ეს ცოდნა იქნას გამოყენებული", - განაცხადა სამანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მარკეტინგული სააგენტოს შექმნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე იგეგმება. "სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დარგობრივი პროგრამების, მათ შორის ჩაის წარმოების, მეცხოველეობის, თხილის წარმოების, მეფუტკრეობის და აკვაკულტურის განვითარების პროგრამებს. ინსტიტუციური განვითარების კუთხით დაგეგმილია ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა", - მოცემულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.