07.Mar.2016 19:37
Economy

გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გამყარების ტრენდს პროგნოზირებს

გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გამყარების ტრენდს პროგნოზირებს
გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გამყარების ტრენდს პროგნოზირებს. როგორც ქადაგიძე ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში აცხადებს, გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღების რისკი დაბალია.
 
გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ის მთავრობას პრაქტიკოსი ეკონომისტის ჩამოყვანასაც სთავაზობდა, რომელიც ეროვნული ბანკის ქმედებებზე კონკრეტულ დაკვნას დადებდა, თუმცა ქადაგიძის თქმით, მთავრობამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

"როდესაც კურსმა გაუფასურება დაიწყო, არავის კითხვა არ დაუსვავს, არავის დაურეკავს. ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩვეულ რეჟიმში ვუგზავნიდით რიცხვებს. ისედაც ცხადი იყო, რომ როცა დაიკლო შემოსავლებმა, უნდა დაიკლოს მოხმარებამაც. პირიქით, მაგ დროს როდესაც ვამბობდით, რომ ინტერვენციებს არ გავაკეთებთ, ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები მოდიოდა ქვევით, იმიტომ რომ ინტერვენციის არსებობა რისკების შემცირებას ნიშნავს. როგორც კი ცხელ ფაზაში გადავედით და მაშინდელმა პრემიერმა თქვა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება და აუცილებელია რეზერვების დახარჯვა, მაგალითად მოიყვანა აზერბაიჯანი, მოლდავეთი და ა.შ. ამის მერე ტელეფონი აღარ გაჩერდა. მათ შეეშინდათ, რომ იმას გავაკეთებდი, რაზეც მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობდა.

ყველა ორგანიზაცია ეროვნულ ბანკს ამართლებდა. მაშინ ვთავაზობდი, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკოსი კონომისტი, რომელიც შეამოწმებდა ყველაფერს და თუ ის დადებდა დასკვნას, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, მე მეორე დღესვე გამოვიდოდი, ბოდიშს მოვიხდიდი და თანამდებობას დავტოვებდი. საპირისპირო შედეგის შემთხვევაში, ვითხოვდი მხოლოდ ერთს: ნუ დაუჯერებდნენ ოდიოზურ ექსპერტებს, რომლებსაც ჭკუას ეკითხებოდნენ. შეთავაზება მთავრობამ, კარი შანსის მიუხედავად, არ მიიღო.

90%-იანი ალბათობით "ფსკერზე" ვართ შეუსაბამო რეგულაციებით და გადაწყვეტილებებით. რაღაც სხვა ტიპის პრობლემები შეიქმნება, მაგრამ რისკი იმის, რომ ახალ გაუთვლელ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მცირეა. მით უმეტეს, არის ტენდეცია ირანთან, ჩინეთთან მოლაპარაკებების. დიდი ალბათობით და იმედია, ამას არ შეწყვეტენ და იქნება გამყარების ტრენდიც", - განაცხადა ქადაგიძემ.



25.Aug.2019 20:14
36

Europe’s economy is slowing down

More
25.Aug.2019 20:01
45

Ministry of Economy Presented Plan for Supporting Tourism Industry

More
24.Aug.2019 15:52
50

Ryanair pilots plan to strike

More
24.Aug.2019 15:45
123

Russian consortium to take over port of Taman in the Kerch Strait

More
24.Aug.2019 15:33
42

Georgia plans to increase economic ties with Belaurs

More
23.Aug.2019 10:35
61

Mogherini on borderisation in the Gugutiantkari village: Activities must stop immediately

More